პროექტ–გაკვეთილები

პროექტ–გაკვეთილის გეგმა                    2014–2015 სასწავლო წელი
23.12.2015
გაკვეთილის ავტორი

 ეკატერინე კახიძე
გაკვეთილის თემა
ახალი წელი მსოფლიოში
სწავლების საფეხური/ კლასი

         VII 3
მოსწავლეთა რაოდენობა
         25
გაკვეთილის მიზანი
საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის ცოდნა არის  მოსწავლის პატრიოტად და პოლიტიკურად განათლებულ მოქალაქედ ჩამოყალიბების წინაპირობა. ისტორიის სწავლებამ მოსწავლეს უნდა დაანახოს, რომ ისტორია არის უწყვეტი პროცესი, რომ თანამედროვე საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური, სოციალური და მორალური პრობლემები მეტწილად განპირობებულია საუკუნეებისა და ათასწლეულების განმავლობაში მომხდარი ცვლილებებით.   
გაეცნონ სახელმწიფოების კულტურასა და ადათ წესებს. შეადარონ,  გაანალიზონ  თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს თვითეული ქვეყნის განვითარებისათვის ტრადიციების შენარჩუნებასა და თაობიდან თაობაზე  გადაცემას.   


მისაღწევი შედეგები  ინდიკატორები
(საგნობრივი სტანდარტი)


მშობლიური ქვეყნისა და მსოფლიოს მნიშვნელოვანი ისტორიულ-გეოგრაფიული, ტრადიციებისა და მოვლენების შესწავლის პროცესში  მოსწავლეს უნდა განუვითარდეს შემდეგი უნარები:
·      სივრცეში ორიენტირება
·      ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება( ჯგუფებად დაყოფა და  მასალებზე მუშაობა)
·      კომუნიკაცია
·      სწავლის უნარი
·      კვლევა
·      შემოქმედებითი უნარი
·      ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაცია
·      თვალსაჩინოებების გამოყენება და შექმნა
ისტ.VII.8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა წესი, ნორმა, კანონი და ტრადიცია  განასხვავოს ამა
·      თუ იმ ისტორიული ეპოქისადმი მათი კუთვნილების მიხედვით.
ისტ.VII.10.  მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კულტურის შემადგენელ ნაწილებზე.


თანამიმდევრობა
და აქტივობები
1.      მოხდა მოსწავლეთა დაწყვილება გუნდების მიხედვით.
2.      მოსწავლეებმა შერჩეული თემის ირგვლივ მოიძიეს ინფორმაციები
3.      მოამზადეს ჯგუფებმა  პრეზენტაციები ქვეყნების მიხედვით, საახალწლო წესების მიხედვით
4.      მომზადდა კედლის გაზეთები
5.      სლაიდები

შეფასება











პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა


საგანმანათლებლო რესურსები


საპრეზენტაციო ფორმატი. კომპიუტერი, თაბახის ფურცლები, ფოტოაპარატი



პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

პასუხობს თემას
1
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
2
საუბრობს გამართულაი ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
2
იყენებს განსხვავებულ წყაროებს
2
ადარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს
1
იყენებს თვალსაჩინოებას
1
იცავს დროის ლიმიტს

პროექტ–გაკვეთილს ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი, ადმინისტრაცია და  პედაგოგები. მათგან მოსწავლეებმა მიიღეს დადებითი შფასება 









1








პროექტ–გაკვეთილი სასწავლო ცენტრი– მერმისი
1.02–9.02. 2016


პროექტის ხელმძღვანელი
ეკატერინე კახიძე
სახელწოდება

დავით აღმაშნებელი, დიდგორის შემოქმედი

მონაწილენი
XI კლასის მოსწავლეები
კვლევის ხანგრძლივობა
1  კვირა
საგანი
ისტორია
პრობლემა/აქტუალობა
 დავითის მოღვაწეობაში, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მის  მიერ გატარებული რეფორმები. დღსაც   აქტუალურია  მისი კავშირები გარე სამყაროსთან. სწორედ ამ პროექტით გვინდა ჩამოვაყალიბოთ აზრი, რომ დავითი იყო, ევროპელთათვის უძლიერესი მეფე, მეგობარი და თანამოაზრე მათი, რომელმაც შეძლო იმ პერიოდის ველაზე ძლიერი მტრის დამარცხება.
მიზანი
მოსწავლეები შეაგროვებენ მასალებს ისტორიული წყაროებიდან,აგრეთვე მოიძიებენ ინტერნეტიდან, შექმნიან საგანმანათლებლო რესურსს. გააკეთებენ პრეზენტაციას, სლაიდ-შოუს.ერთსა და იმავე საკითხს მრავალი კუთხით დაინახავენ  დაახარისხებენ, გააშუქებენ. მოსწავლეთა მიერ დავით აღმაშენებლის მოღვაწეობისა და საქართველოს წინაშე  მისი ღვაწლის გახსენება, საისტორიო თხზულებაზე მუშაობის გამოცდილებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების წარმოჩენა.   
განსახორციელებელი ამოცანები/აქტივობები
 მოსწავლეები გაინაწილებენ სამუშაოებს, განსაზღვრავენ დრო,შეაგროვებენ მასალებს, დაახარისხებენ, თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებენ, წინარე ცოდნაზე ახალს დააშენებენ, გააკეთებენ პრეზენტაციას. 
მოსალოდნელი შედეგები
 პროექტის შექმნა.პრეზენტაცია.(იხილეთ დანართი) განუვითარდებათ: მოძიების,კვლევის, თანამშრომლობის, ინფორმაციის დახარისხების, საკომუნიკაციო, ანალიტიკური, თვითშეფასების, პრეზენტაციის, პასუხისმგებლობის საკუთარი თავისა და სხვების მიმართ, შემოქმედებითი, ტრანსფერის, სინთეზის უნარები. ეს პროექტი თემის სახით გატანილი იქნება  მოსწავლე ახალგაზრდობის საქალაქო  კონფერენციაზე.  
შეფასება/ თვითშეფასება/ მონიტორინგი
     განმსაზღვრელი, განმავითარებელი-წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მიხედვით. შუალედური მონიტორინგი- რეკომენდაციებისა და რჩევების მიცემა.თვითშეფასება, ურთიერთშეფასება. პროექტი ფასდება არამარტო როგორც პროდუქტი, არამედ, როგორც ერთიანი სამუშაო პროცესი.მოსწავლეებმა იმსჯელეს მეფე დავით IV-ის მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდზე, მის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე; კავშირები ევროპასთან და მათი მეგობრული დამოკიდებულება.წაიკითხეს მცირე მოხსენებები, უპასუხეს მასწავლებლებისა და თანაკლასელების მიერ დასმულ კითხვებს. პროექტ–გაკვეთილს  გაკვეთილს ესწრებოდნენ  პედაგოგები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
რესურსები
 ლიტერატურა: ისტორიის წიგნი,  ფოტო-აპარატურა, კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, ინტერნეტ-რესურსები-ვებ-გვერდები.
     

  პროექტის შეფასების რუბრიკა (ერთ-ერთი)
          თანამშრომლობის უნარი(ჯგუფური)
9-10
მოსწავლე მზად არის მაქსიმალურად შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში და მიაწოდოს მას, რაც შეიძლება მეტი გამოსადეგი იდეა. მას ყოველთვის შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს მოუსმინოს, გაითვალისწინოს და განავითაროს.
7-8
მოსწავლე მზად არის შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში. მას უმეტესწილად შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს მოუსმინოს, გაითვალისწინოს და განავითაროს.
5-6
მოსწავლე ნაწილობრივ არის მზად შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში. იგი ხშირად უსმენს სხვა წევრებს, ითვალისწინებს მათ წინადადებებს და ცდილობს მათ განვითარებას.
3-4
მოსწავლეს იშვიათად შეაქვს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში.იგი იშვიათად უსმენს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს, ნაკლებად ითვალისწინებს და თითქმის არ ცდილობს მათ განვითარებას.
1-2
მოსწავლეს თითქმის არ შეაქვს წვლილი ჯგუფის მუშაობაში.იგი არ  უსმენს,არ ითვალისწინებს და არ ცდილობს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებების განვითარებას.




 პროექტზე მუშაობისას მოსწავლეს უვითარდებათ  უნარ-ჩვევები

მშობლიური ქვეყნისა და მსოფლიოს მნიშვნელოვანი ისტორიულ-გეოგრაფიული მოვლენების შესწავლის პროცესში  მოსწავლეს უნდა განუვითარდეს შემდეგი უნარები:
·      სივრცეში ორიენტირება
·      ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება
·      კომუნიკაცია
·      სწავლის უნარი
·      კვლევა
·      შემოქმედებითი უნარი
·      ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაცია
·      თვალსაჩინოებების გამოყენება და შექმნა
·      გეოგრაფიული მოვლენების, პროცესებისა და კანონზომიერებების გავრცელების დადგენა
·      თანამშრომლობა
·      სამოქალაქო პოზიციის შემუშავება, კრიტიკა და დაცვა
·      ტოლერანტობა
·      პიროვნული და საზოგადოებრივი პრობლემის გააზრება და სხვადასხვა საკითხებს შორის კავშირების დადგენა
·      პიროვნული და საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრა
·      საზოგადოებრივი სიტუაციებისა და პროცესების მოდელირება
·      სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სიტუაციების შეფასება
·      საგანგებო ვითარებებში მოქმედება





 

















           
                             განათლების პროექტი     არა ძალადობას
                      სასწავლო–ცენტრი მერმისი        პედაგოგი ეკატერინე კახიძე


   


















                                სამოქალაქო განათლების პროექტ–გაკვეთილი  
                                                     „არა ძალადობას“ 
                              სასწავლო ცენტრი–  მერმისი  10 კლასი                             

პროექტის ხელმძღვანელი

ეკატერინე კახიძე
სახელწოდება
არა ძალადობას
კვლევის  ხანგძლივობა
ორი კვირა
საგანი
სამოქალაქო განათლება
პრობლემა/აქტუალობა
მოსწავლეებმა თვითონ გადაწყვიტეს ამ საკითხზე ყურადღების შეჩერება, რადგან ძალადობის მაგალითები ბევრია ჩვენს ირგვლივ. მათი ინტერესი დიდია ამ მიმართულებით.ამ პროექტით თვითეული მონაწილე შეეცადა ეპოვა გამოსავალი გზა და საზოგადოების როლი და მნიშვნელობა, ამ საკითხის ირგვლივ. განსაკუთრებით დაინტერესდნენ რა აზრის იქნებოდა საზოგადოება.
მიზანი
მეტი ინფორმირებულობა, აქტიურობა და ამ საკითხების გაანალიზება, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში.  არა ძალადობას– საჯაროდ საუბარი და გამოსავლის ძიება
განსახორციელებელი ამოცანები/აქტივობები
პროექტგაკვეთილი მოიცავს   6 საათს. აქედან 4 საათი ეთმობა მოძიებულიმასალების განხილვას , რომლის დასრულების შემდეგ აუცილებლად იმართება დისკუსია. ამზადებენ სლოგანებს და გაზეთს. პარალელურად ადგენენ კითხვარს, რომლითაც ჩაატარებენ გამოკითხვას თემში, რამდენად აქტუალურია ეს საკითხი საზოგადოებაში
ხოლო პრაქტიკულ სამუშაოს-ანუ ჯგუფურ მუშაობას ეთმობა ერთი საგაკვეთილო საათი, სადაც მოსწავლეები უკვე ჯგუფში ჯერ ადგენენ კითხვარს წარმოდგენილი თვალსაჩინოების საფუძველზე, შემდეგ უცვლიან ერთმანეთს ამ კითხვარებს და იწყებენ  დავალების შესრულებას. ამ პროექტ–გაკვეტილზე პრაქტიკული სამუშაოს ძირითადი თვალსაჩინოება არის გაზეთი და მოსწავლეების მიერ შედგენილი კითხვარი.

მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლეები, მოიძიებენ, შეისწავლიან, აღნიშნავენ,  დაწერენ და შეაფასებენ.
მოსწავლეები გაეცნობიან საკითხებს  ადამიანის უფლებების დაცვის შსახებ.
 მოსწავლეები იქნებიან ჩართული და დაინტერესებული ამ საკითხით, ვინაიდან ეს საკითხი  ადამიანის ცხოვრებასთან არის დაკავშირებული 
პროექტის წერის დროს მოსწავლეები შეიძენენ თანამშრომლობის უნარ–ჩვევებს , რაც მათ ზრდასრულ ასაკში გამოადგებათ.
მოსწავლეებს განუვითარდებათ საკუთარი თავის მართვის უნარ–ჩვევები, დაგეგმვა და თვითშფასება
თავად შადგეგენ კითხვარს, და დაგეგმავენ მოსახლეობის გამოკითხვას ნებისმიერ საჭირბოროტო საკითხებზე

რესურსები
 10 კლასის სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელო, სასწავლო გზამკვლევი, სამოქალაქო განათლების ლექსიკონი, ინტერნეტრესურსები. ფოტოაპარატი


          


          პროექტის შეფასების რუბრიკა (ერთ-ერთი)
                    თანამშრომლობის უნარი(ჯგუფური)
9-10
მოსწავლე მზად არის მაქსიმალურად შეიტანოს საკუთარი 
წვლილი ჯგუფის მუშაობაში და მიაწოდოსმას, რაც შეიძლება 
მეტი გამოსადეგი იდეა. მას ყოველთვის შეუძლია ჯგუფის სხვა 
წევრებისწინადადებებს მოუსმინოს, გაითვალისწინოს და 
განავითაროს.
7-8
მოსწავლე მზად არის შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის
 მუშაობაში. მას უმეტესწილად შეუძლიაჯგუფის სხვა
 წევრების წინადადებებს მოუსმინოს, გაითვალისწინოს
 და განავითაროს.
5-6
მოსწავლე ნაწილობრივ არის მზად შეიტანოს საკუთარი
 წვლილი ჯგუფის მუშაობაში. იგი ხშირადუსმენს სხვა
 წევრებს, 
ითვალისწინებს მათ წინადადებებს და ცდილობს მათ
განვითარებას.
3-4
მოსწავლეს იშვიათად შეაქვს საკუთარი წვლილი ჯგუფის
 მუშაობაში.
იგი იშვიათად უსმენს ჯგუფის სხვაწევრების წინადადებებს, 
ნაკლებად
ითვალისწინებს და თითქმის არ ცდილობს მათ განვითარებას.
1-2
მოსწავლეს თითქმის არ შეაქვს წვლილი ჯგუფის მუშაობაში.
იგი არ  უსმენს,არ ითვალისწინებს და არცდილობს ჯგუფის 
სხვა
 წევრების წინადადებების განვითარებას.













   heart ემოცია

No comments:

Post a Comment