პრეზენტაციები




Eka Kaxidze-(ი)ს ფოტო.




კონფენციაში მონაწილების მიღების მსმურველი განაცხადი

     პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაცია
სახელი    ეკატერინე
გვარი    კახიძე.
მობილურის ნომერი       597 40 22  39. 577 67 40 39
ელ-ფოსტა    kaxidze.1971@mail.ru
 პირადი ნომერი   60001019533.
 რაიონი     ქუთაისი
 სკოლა       მე–10 საჯარო, კერძო სკოლა „მერმისი“
კლასი (კლასები)   7, 9, 10, 11
 საგანი       ისტორია, სამოქალაქო განათლება



                                           ჩვენი გზა ევროპისაკენ!  

"გვაქვს დიდი სურვილი, რომ აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ევროპის სტრუქტურებში. საქართველოს შეუძლია თავისი ტრადიციებით, თავისი ფასეულობებით გახდეს წევრი. ჩვენ ვფიქრობთ, არა მარტო იმაზე ევროპა რას მოგვიტანს ჩვენ, ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ ჩვენ რას მოუტანთ და რას შევიტანთ ევროპაში." საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი - ევროპული არჩევანი
 პროექტის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
განათლებული და საღად მოაზროვნე მომავალი თაობა, ქვეყნის ფასდაუდებელი სიმდიდრეა. ლატვიაში ვიზიტმა და საგანმანათლებლო სივრცეზე დაკვირვებამ , როგორც პედაგოგს ბევრ რამეზე დამაფიქრა.
ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს ამ პროექტის საშუალებით,  გავაცნოთ ევროპა წარსულით, აწმყოთი და მომავლით.  განათლება აძლევს ადამიანს იყოს თავისუფალი და მოაზროვნე. პირობითად ამ საუბრებს  ვუწოდე „ევროპული კეთილდღეობა“, შევასრულეთ სახალისო და გასართობი დავალებები, რომელიც ახლია პროექტს ფოტო მასალის სახით. ბავშვებმა თავიანთი ხელით შეასრულეს ყველა დავალება. დავგეგმეთ  გამოკითხვა, რა იცოდნენ მათმა თანატოლებმა ევროკავშირის შესახებ და გააკეთეს სტატისტიკა, რათა პროექტის დამთავრების შემდეგ მოხდეს შედარება რა იცოდნენ და რა ისწავლეს. როგორ მოხდა თემსა და საზოგადოებაში ამ საკითხების შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდება. დაბალანსებული ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა გლობალიზაციის შედეგად წამოჭრილი ამოცანების დაძლევა და ევროპის ხალხთა მრავალფეროვნების შენარჩუნება.
პროექტის მნიშვნელობა - ამ პროექტის დაგეგმვა და ყველა ის აქტივობა რომელსაც ვახორციელებთ და მომავალშიც განვახორციელებთ, მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება. განათლებული, თავისუფალი და მოაზროვნე ახალგაზრდები გავზარდოთჩვენც შევძლოთ იმ გზაზე გამართული სიარული, რომელსაც ევროპული გზა ქვია. ევროკავშირი არის ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლებლობა, სხვადასხვა მიმართულებით, რომლის დამტკიცება ხშირად ჭირდებათ ჩემს მოხალისეებს. ჩემთან ერთად მათ ეს პროექტი გათვალეს თავისი აქტივობებით არა მარტო მათი თანატოლებისათვის არამედ , უმცროსებისათვის და მშობლებისათვის. პატარებმა ჯგუფებში პედაგოგებთან ერთად დაიწყეს სწავლა კეთებით მუშაობა ( მე მათ გავაცანი  რიგიდან ჩამოტანილი მასალები უსაფრთხო, მრავალფეროვანი ,საგანმანათლებლო სივრცის შექმნის შესახებ.)

პროექტი რამდენიმე ეტაპად დავყავით
                        წინა პროექტში რაც დავგეგმეთ დავიწყეთ მისი შესრულება.
პროექტის ფარგლებში აპრილის  თვეში სკოლაში გაიხსნა „ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო კუთხე“.  ეს დღე ჩვენი სკოლის ცხოვრებაში ძალიან საინტერესო და ხალხმრავალი იყო. მადლობას ვუხდით ქალბატონ ელენე გოცაძეს მის გუნდს სტუმრობისათვის და ჩვენი შრომის დაფასებისთვის.
ჩვენი ხმა ევროპას! ჩვენი გზა ევროპაა! ჩვენ ვართ ქართველები და მაშასადამე ევროპელები! შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელი და მოწვეული სტუმრებიმოსწავლეები მზად არიან ევროკავშირის კუთხე გაალამაზონ ყველა იმ ნივთით და საჩუქრით, რომელიც მათ მონაწილეობას აღნიშავს ევროკავშირის ღონისძიებებში.

დაიგეგმა და ჩამოყალიბდა „მოხალისეთა კლუბი“. მასში გაერთიანებულები არიან არა მარტო მოსწავლეები არამედ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები. ხშირად იმერთება შეხვედრები. კლუბის მუშაობის ფუნქციები  არის:
   ევროპის ისტორიის შესწავლა(ევროპული გაკვეთილები)
   ევროკავშირის წევრი ქვეყნების გაცნობა.(მოგზაურობა დროში)
   ევროკავშირზე დოკუმენტური ფილმების ჩვენება.
   გაიმართება ღონისძიებები, დებატები, თავისუფლება, ტოლერანტობა.
   კონკურსები, „ესეები“, დაჯილდოვებები დიპლომებით.
  
   ქალაქისა და რეგიონის სკოლებთან ურთიერთობები: პროექტში ჩაერთო კერძო სკოლა მერმისის მოსწავლეები, მათ ერთად გაიარეს ტრენინგი მომხმარებელთა უფლებების შესახებ.
შემდგომში დაიგეგმა და განხორციელდა რამდეიმე ერთობლივი თანამშრომლობა. გავიხსენეთ ევროპის დევიზი : თანამშრომლობა და მრავალფეროვნება.
სკოლა“ მერმისში“  2016 წლის ნოემბრში მე–10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგმა ეკატერინე კახიძემ ჩაატარეს პრეზენტაცია თემაზე– „ევროპის წარმატების გასაღები“. ვისაუბრეთ ბალტიის პირეთის ქვეყნების წარმატებებზე, განსაკუთრებით განათლების სივრცეში.
გაკვეთილი თემაზე „დიდგორი“ სადაც ორივე სკოლის მოსწავლეებმა იმსჯელეს დავითის პერიოდში ევროპულ სახელმწიფოებთან ურთიერთობებზე.
პროექტის ფარგლებში ვიმყოფებოდით სტუმრად  ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში. მასპინძელმა ქალბატონმა თამარ მედულაშვილმა ისაუბრა ასოცირების შეთანხმების ეკონომიკური სარგებელი და მისი წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი დადებითი შედეგები განიხილა, შეეხო ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის მნიშვნელობასა და ახალ პერსპექტივებს, რაც ამ პროცესს მოჰყვება. (თბილისი)
 6 კლასის პრეზენტაციები თემაზე." გაბნეული ქართული მარგალიტები". სადაც მოსწავლეებმა, პრეზენტაციების სახით ევროპის სხვადასხვა ტერიტორიაზე მაცხოვრებელი წარმატებული ქართველების ბიოგრაფიები, წარმოაჩინეს.

 ქუთაისის 10- საჯარო სკოლის საზოგადოებრივ-მეცნიერებათა კათედრა, თავისი მოსწავლეებით საქართველოს პარლამენტში. შეხვედრა აგრარული კომიტეტის თავმჯდომარესთან.ქუთაისისა და სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს პარლამეტს ეწვივნენ. ახალგაზრდებმა პარლამენტის შენობა დაათვალიერეს, პარლამენტის სხდომას დაესწრნენ და საკანონმდებლო ნორმების მიღების პროცესის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქუთაისის ბიუროს ინიციატივით გაიმართა.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით და კინოთეტრ "სულიკოს" მხარდაჭერით ქუთაისში ზაზა ურუშაძის მხატვრული ფილმის "მანდარინებისჩვენებ მოეწყო. კინოჩვენებას ქუთაისისა და ხონის საჯარო სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ესწრებოდნენ. ფილმის დასრულების შემდეგ კინომცოდნემ თამთა თურმანიძემ დამსწრე საზოგადოებასთან ფილმის გარშემო დისკუსია გამართა.
12 მაისი 2015 ევროპის ხმა ქუთაისში ევროპის კვირეული და ჩვენ პატარები, მათი თვალით დანახული ფერადი სამყარო. ქუთაისის ბულვარის მოხატვა
26 მაისი 2015 წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი  შეხვედრა პროფ. სულხან კუპრაშვილთან თემაზე დამოუკიდებელი საქართველო და ევროპა
31 მაისი 2015 ქუთაისის მე–40 სკოლა  მასწავლებელთა კონფერენცია გატანილი თემა ჩვენი თვალით დანახული ევროპა ევროკავშირის ქვეყნების წარმატების გასაღები. პრეზენტაცია წარვმართე ლატვიის მაგალითზე. განათლება, ეროვნული ფასეულობები– მათი სიამაყე,  სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, საშინაო და საგარეო ფაქტორები. აი რა არის ამ ქვეყნისათვის პრიორიტეტული, იყო წარმატებული ქვეყანა და ევროკავშირის ღირსეული წევრი.
3 ივნისი 2015 დემოკრატიის ჩართულობის ცენტრი, საუბარი ვიზალიბერალიზაციაზე.
17 ივნისი 2015 კადეტთა ლიცეუმში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობა
ევროკავშირის  არსებობის მისია მშვიდობა, კეთილდღეობა და თავისუფლების უზრუნველყოფა. რამდენიმე ტრენინგი ჩაატარეს მოსწავლეებმა თავიანთ თანატოლებთან და გააცნეს მოსწავლეებს ევროკავშირის ინსტიტუტების შესახებ ინფორმაცია, დისკუსია გაიმართა ვიზალიბერალიზაციის მიღების შმთხვევებზე, მოსწავლეებმა შეძლეს დაემსხვრიათ ყველა ის მითი , რომელიც არსებობდა იმ საზოგადოებაში.
საახალწლო პრეზენტაციები მე–7 კლასისი მოსწავლეებმა მოამზადეს,  პრეზენტაცია ერთიანობა მრავალფეროვნებაშია ახალი წელი მსოფლიოში, კიდევ ერთხელ აღინიშნა, ამ ქვეყნების კულტურა, ტრადიციები. 
პროექტში ჩართული არის თითქმის მე–10 საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე, სკოლა მერმისის 20 მოსწავლე,  თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში. ამისათვის მადლობა ჩემს მეგობრებს. მათი  დახმარებით სისტემატიურად ხდება მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში, ნახატების გამოფენა, ჯგუფის მოწყობა, პლასტმასის ნარჩენებისგან სხვადასხვა ნივთების დამზადება.  მოსწავლეებისათვის ამგვარი ჩართულობა კიდევ ერთი მაგალითია შემდგომი განვითარებისა. მათთან საუბრის გარეშე არც ერთი აქტივობა არ იგეგმება, ხშირად ისინი არიან ავტორები სიახლეების.
„მოხალისეთა კლუბის“ წევრებს მონაწილეობა აქვთ მიღებული, გაეროს მოდელირებაში, პარლამენტის მოდელირებაში,  საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციის პროექტი 2015.  მომავლის უშიშროების საბჭო, საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის  პროექტი. რომლებიც დასტურდება სერტიფიკატებით.  ისინი ყოველდღიურად ჩართულები არაინ სხვადასხვა აქტივობებში.
სასწავლო წლის დაწყებამდე, მოხალისეების მიერ ჩატარებულ კონკუსზე სკოლის ლოგო. ხელოვნების პედაგოგის დახმარებით, მოხდა ლოგოს შერჩევა. დღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეები სიამაყით ატარებენ მაისურებს, საკუთარი სკოლის ლოგოს გამოსახულებით.
დაგეგმილი გვაქვს, კონკურსი სკოლის ჰიმნის შექმნის შესახებ. კონკურსი გამოცხადდება სკოლის თვითმმართველოს მიერ 2016 წლის  მარტის  დასაწყისში და ერთი თვის ვადის შემდეგ მოხდება შერჩევა.  ამ სიახლემ უფრო მეტად მოტივირებულები გახადა მოსწავლეები, რომელშიდაც ჩართეს მუსიკისა და ხელოვნების პედაგოგები.
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია ევროკავშირის მხარდაჭერით აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას „ლეგალური მიგრაცია - საუკეთესო არჩევანი”, რომლის ფარგლებში შემუშავდა საინფორმაციო გზამკვლევი ლეგალური იმიგრაციის შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამ თემაზე იყო შეხვედრა პარლამენტში, რომელშიდაც აქტიურად იყო ჩართული ჩვენი მოსწავლეები.
7 კლასის მოსწავლეებმა ჩემთან ერთად გადავწყვიტედ ჩაგვეტარებინა გაკვეთილი თემაზე ჯვაროსნები და საქართველო, მათ საოცარი მონდომებით მოამზადეს და დაამტკიცეს ფაქტებითა და არგუმენტებით, კავშირები იმდროინდელ ევროპასთან. შექმნეს ამ თემაზე კედლის გაზეთი და რეფერატები.
ყოველ აქტივობას, კონკურსა და დაჯილდოვებას მოსწავლეები ცდილობენ მოხდეს, ნატოსა და ევროკავშირის  საინფორმაციო კუთხესთან. სადაც ისინი თვლიან ყველაზე ახლოა   საქართველო– ევროპის ურთიერთობები.
ჩვენი მოსწავლეები პედაგოგთან ერთად ვთანამშრომლობთ პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამარო“ ორგანიზაციასთან და ვესწრებით მათ მიერ ჩატარებულ ტრენინგებს. დავესწარით  შეხვედრას ისტორია, მოგონება და იდენტობა, და ეხება საქართველოში კონფლიქტურ ზონებს. პროექტი  დაფინანსებულია ბერგჰოფის ფონდის მიერ– კავკასიის პროგრამა.  ამ პროგრამის ფარგლებში ხდებააზრთა გაცვლა გამოცვლა ინტერვიუების მოსმენა, რომელიც ორივე მხარისათვის აუცილებელია. 

პროექტი დამთავდება 2016 წლის მაისის ბოლოს. ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნება ანიმაციური ფილმი ჩვენი გზა ევროპისაკენ. რომლის ჩვენებაც გაიმართება საჯაროდ სკოლის დარბაზში. დამსწრე საზოგადოებასთან ერთად მოხდება შეჯამება ჩვენი პროექტის. მოწვეულნი იქნებია პროექტში მონაწილე მხარეები.

     პროექტში დაგეგმილი აქტივობების განხორციელებაში დაგვეხმარება არასამთავრობო ორგანიზაცია „people in need’’- „ადამიანი გაჭირვებაში“ და  „CDA/SDRC“-„საზოგადოების განვითარება 21-ე“,„განათლება და სამარო“  გვაწვდის დოკუმენტურ ფილმებს, გადაამზადებს მოსწავლეებს, უტარებს ტრენინგებს თავიანთ ოფისში. მივიღებთ ინფორმაციას ახალგაზრდობის გაცვლითი პროგრამების შესახებ. დაგეგმილია შედგეს ბევრი საინტერესო შეხვედრა.

   პროექტის რესურსი:
პროექტისათვის გამოყენებული იქნა ქუთაისის მე-10 საჯარო სკოლის, სკოლა მერმისის შენობა, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ტექნიკა, ინტერნეტ სივრცე. პირადი რესურსები.  ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა, წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი. კონსულტაციები, ტრენინგები , შეხვედრები.

  გამოყენებული ლიტერატურა:

1.      ევროპა: 12 გაკვეთილი- პასკალ ფონტენი 2006. საქართველო
2.      მოდი გავიცნოთ ევროპა! -  European Communitis, 2008.
3.       საქართველოს ევროპული გზა - საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. 2014. 2015
4.      ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ვებ. გვერდი
5.      განათლება დემოკრატიისათვის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2013
6.      ნატო და ევროკავშირი–საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები თბ. 2015







No comments:

Post a Comment