საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიული ძეგლები

თანამედროვე მსოფლიოს შვიდი საოცრება

თანამედროვე მსოფლიოს შვიდი საოცრება — პროექტი, რომლის ფარგლებში 2007 წლის 7 ივლისს  დასახელდა ”ახალი” მსოფლიოს შვიდი საოცრება. ესენია:
  • ჩინეთის დიდი კედელი
  • კოლიზეუმი
  • მაჩუ-პიკჩუ
  • პეტრა
  • ტაჯ-მაჰალი
  • ქრისტეს ქანდაკება
  • ჩიჩენ-იცა
1.ჩინეთის დიდი კედელი –ჩინური სამხედრო გამაგრება; მშენებლობა მიმდინარეობდა ძვ.წ. მე-3-დან ახ.წ. მე-17 საუკუნებდე, სხვადასხვა დინასტიების მონღოლთა, თურქთა და სხვა მომთაბარე ტომთაგან თავდასხმებისგან დასაცავად. ამ პერიოდში რამდენიმე კედელი აშენდა, თუმცა მათ შორის ყველაზე განთქმულია დიდი კედელი აგებული ძვ.წ 220-200 წლებში პირველი იმპერატორი ცინ შიხუანდის მიერ
2. კოლიზეუმი– უმსხვილესი და უძველესი რომაული ამფითეატრი , ანტიკური რომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უძველესი ძეგლი და ყველაზე შესანიშნავი ნაგებობაა მსოფლიოში , რომელიც მდებარეობს რომში. კოლიზეუმში  იმართებოდა სისხლიანი ბრძოლების სცენები და სასტიკი მკვლელობ
3. მაჩუ-პიკჩუ –  ინკების კოლუმბამდელი, XV საუკუნის ძეგლი პერუში, კუსკოს რეგიონში, ზღვის დონიდან 2 430 მეტრ სიმაღლეზე. გაშენებულია მდინარე ურუბამბის ხეობის თავზე, მთაგრეხილზე, რომელიც ქალაქ კუსკოდან 80 კილომეტრით ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.
4. პეტრა–  ქალაქი, რომელიც თანამედროვე იორდანიის ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 900 და სიკის ვიწრო კანიონში არაბიის ველიდან 660 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.სწორედ ამ ძველებურ საოცარ ქალაქში გადაიღეს ცნობილი ფილმი „ინდიანა ჯონსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ომი“, ხოლო 2007 წლის 7 ივლისს პეტრა მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი გახდა.
5. თაჯ-მაჰალი–მარმარილოს მავზოლეუმი ინდოეთის ქალაქ აგრაში. აგებული 1631-1653 წლებში დაახლოებით 20.000 მუშის მიერ. მოგოლთა იმპერატორი შაჰ-ჯაჰანის შეკვეთით, თაჯ-მაჰალი უნდა გამხდარიყო მისი საყვარელი მეუღლის, არჯუმან ბანო ბეგუმის, მავზოლეუმი.
6.ქრისტეს ქანდაკება–  იესო ქრისტეს ცნობილი ქანდაკება, რომელიც მდებარეობსბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში, კორკოვადოს მთაზე.დღეს იგი რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს. კორკოვადოს 710 მეტრიან მთაზე ქრისტეს უზარმაზარი ქანდაკების აღმართვის იდეა პირველად კათოლიკე მღვდელს — პედრო-მარია-ბოსს 1850-იან წლებში გაუჩნდა.
7. ჩიჩენ-იცა–  იუკატანის მაიას ენაზე „იცას ქვაბულის პირთან“ — ვრცელი კოლუმბამდელი არქეოლოგიური ძეგლიმექსიკის ტერიტორიაზე, კერძოდ იუკატანის ნახევარკუნძულზე, აგებული მაიას ცივილიზაციის მიერ, ახ.წ. VII საუკუნეში.
 საქართველოსა და მსოფლიოს ძეგლები-ის სურათის შედეგი
საქართველოსა და მსოფლიოს ძეგლები-ის სურათის შედეგიგელათი-ის სურათის შედეგი
საქართველოსა და მსოფლიოს ძეგლები-ის სურათის შედეგიგელათი-ის სურათის შედეგი
გელათი-ის სურათის შედეგისაქართველოსა და მსოფლიოს ძეგლები-ის სურათის შედეგი

No comments:

Post a Comment